ლიონელ მესის ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
ლიონელ მესის ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ შესაძლოა ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღოს სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის (CONMEBOL) კრიტიკისთვის, – წერს ესპანური გაზეთი „ეიესი“ AS.

სამხრეთ ამერიკის მთავარი საფეხბურთო ორგანიზაციის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო, 32 წლის ფორვარდი შესაძლოა ორი წლით ჩამოაშორონ ეროვნული ნაკრების თამაშებს. თუ „ბარსელონას“ ფეხბურთელი მაქსიმალურ სასჯელს მიიღებს, ის ვერ შეძლებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობას, აგრეთვე გამოტოვებს 2020 წლის კოპა ამერიკას, რომელიც არგენტინასა და კოლუმბიაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში, გაძევების შემდეგ, ლიონელ მესიმ კორუფციაში დაადანაშაულა სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაცია.