ლიონელ მესის ნეიმარი გრიზმანს ურჩევნია
ლიონელ მესის ნეიმარი გრიზმანს ურჩევნია

„ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი კვლავ ეწინააღმდეგება მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელის ანტუან გრიზმანის ტრანსფერს. ამის შესახებ „არ ემ სი სპორტი“ (RMC Sport) წერს.

წყაროს ცნობით, არგენტინელი ვარსკვლავი უკმაყოფილოა იმით, რომ გრიზმანმა გასული წლის ზაფხულში უარი თქვა „ბარსელონაში“ გადასვლაზე იმის მიუხედავად, რომ შეთანხმება მიღწეული იყო. აღნიშნავენ, რომ მესის სურს გუნდში „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის ნეიმარის დაბრუნება, რომელმაც „ბარსელონა“ 2017 წელს დატოვა.

„ბარსას“ ხელმძღვანელობა მართლაც არის დაინტერესებული ბრაზილიელის დაბრუნებით, მაგრამ პარიზში არ აპირებენ 27 წლის ნეიმართან გამოთხოვებას.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანმა გამოაცხადა ამ ზაფხულს „ატლეტიკოდან“ წასვლის შესახებ.