არგენტინის ნაკრებისა და „ინტერ მაიამის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ უპასუხა შეკითხვას – უნდა მიიღოს თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებში გამოძახება „სანტოსის“ ფორვარდმა, ნეიმარმა.
„არ შემიძლია, ვიყო ობიექტური. ნეიმარი ჩემი მეგობარია, ამიტომაც მინდა, რომ მის ცხოვრებაში და კარიერაში ყველაფერი კარგად იყოს. ის იმსახურებს ამას იმის გამო, როგორი ადამიანიც არის.
ვისურვებდი, რომ ის გაემგზავროს მსოფლიო ჩემპიონატზე. ყველას გვინდა, იქ საუკეთესოებმა ითამაშონ. რაც არ უნდა ხდებოდეს ნეიმარის თავს, ის ყოველთვის იქნება საუკეთესოებს შორის. სასიამოვნო იქნება მისი ხილვა მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგან ნეიმარი ბევრს ნიშნავს ბრაზილიისთვის და ფეხბურთისთვის.
მას განსაკუთრებილი ქარიზმა აქვს. ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და იქცევა ისე, როგორც გრძნობს. ჩვენ დროდადრო გვაქვს კავშირი, ერთმანეთთან მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს“, – განაცხადა მესიმ.