ლიონელ მესის MLS-ის მორიგ მატჩში დუბლი და შედეგიანი გადაცემა ჰქონდა [ვიდეო] #1TVSPORT
MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს „ინტერ მაიამიმ“ 3:2 დაამარცხა „დი სი იუნაიტედი“.
ფლორიდული კლუბის სამივე გოლში მონაწილეობა მიიღო ლიონელ მესიმ. მან ჯერ საკუთარი მოედნიდან შედეგიანი პასით ნოა ალენს გაატანინა, რის შემდეგაც არგენტინელმა ჟორდი ალბასა და სერხიო ბუსკეტსის გადაცემები გამოიყენა.
ამ სეზონში MLS-ის 22 მატჩში მესიმ 23 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. გარდა ამისა, 38 წლის ფორვარდს 10 შედეგიანი გადაცემა აქვს.