ლიონელ მესის კარიერული გოლების მაჩვენებელმა 936-ს მიაღწია – „ინტერ მაიამიმ“ „ატლანტა იუნაიტედი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

09:03, 18.10.2026

ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) რეგულარული სეზონის მატჩში „ინტერ მაიამიმ“ სტუმრად „ატლანტა იუნაიტედი“ 3:1 დაამარცხა. შეხვედრის მთავარი გმირი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და კარიერაში გატანილი ოფიციალური გოლების რაოდენობა 936-მდე გაზარდა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე გერმან ბერტერამემ ლუის სუარესის გადაცემით გახსნა. მეორე ნახევარში უპირატესობა ლიონელ მესიმ გაზარდა. არგენტინელმა თავდამსხმელმა 56-ე წუთზე ბერტერამესთან კომბინაციის შემდეგ გაიტანა, ოთხ წუთში კი სუარესის გადაცემით დუბლი შეასრულა და ანგარიში 3:0 გახადა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე ფაფა პიკოს მიერ შესრულებული პენალტით გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ 39 წლის მესის მიმდინარე სეზონში MLS-ის რეგულარულ ჩემპიონატში 25 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ამასთან, არგენტინელი გახდა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ სამ სეზონში, სულ მცირე, 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ინტერ მაიამისთვის“ ეს ზედიზედ მესამე გამარჯვება იყო. გუნდს 30 მატჩში 55 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი