ლიონელ მესის ჰეთ-თრიკით „ბარსელონამ“ „სევილიას“ მოუგო – არგენტინელის პირველი გოლი შედევრი იყო
ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში „სევილია“ ლიდერ „ბარსელონას“ იღებდა. კატალონიური გრანდი ორჯერ იყო ჩამორჩენილი, მაგრამ ანგარიშით – 4:2 გამარჯვება შეძლო.
ეს იყო ლიონელ მესის მორიგი ბენეფისი. არგენტინელმა ჯერ ხესუს ნავასის გოლის შემდეგ გაათანაბრა.
— Drafts 2.0 (@drafts_2) February 23, 2019
შემდეგ იგივე გააკეთა, როცა „სევილია“ გაბრიელ მერკადოს გოლით დაწინაურდა.
— Drafts 2.0 (@drafts_2) February 23, 2019
85-ე წუთზე არგენტინელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, კომპენსირებულ დროში კი მისი პასით ლუის სუარესმა გაიტანა.
— Drafts 2.0 (@drafts_2) February 23, 2019
„ბარსელონამ“ უახლოეს მდევარ „ატლეტიკოსთან“ უპირატესობა ათ ქულამდე გაზარდა.