ლიონელ მესის გარეშე მოთამაშე „ინტერ მაიამი“ ამერიკის ღია თასის ფინალში დამარცხდა #1TVSPORT

13:06, 28.09.2023
FORT LAUDERDALE, FL - SEPTEMBER 27: Josef Martínez #17 of Inter Miami CF carries the ball after scoring a goal during U.S. Open Cup Final game between Houston Dynamo FC and Inter Miami CF at DRV PNK Stadium on September 27, 2023 in Fort Lauderdale, Florida. (Photo by Jason Allen/ISI Photos/Getty Images)

„ინტერ მაიამი“ ამერიკის ღია თასის ფინალში „ჰიუსტონ დინამოსთან“ 1:2 დამარცხდა და მიმდინარე სეზონში მეორე ტიტულის მოგების შანსი ხელიდან გაუშვა.

ფლორიდული გუნდი ტურნირის გადამწყვეტ მატჩს ლიონელ მესის გარეშე თამაშობდა. არგენტინელ ფეხბურთელს კუნთები აქვს გადაღლილი და სამედიცინო შტაბი მის მოედანზე გაშვებას არ ჩქარობს.

ფინალური მატჩის 24-ე წუთზე „ჰიუსტონ დინამო“ გრიფინ დორსიმ დააწინაურა. ამინ ბასიმ პენალტის ნიშნულიდან სხვაობა 33-ე წუთზე ორამდე გაზარდა, ხოლო „ინტერ მაიამიმ“ ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე გაიტანა, თავი ჟოზეფ მარტინესმა გამოიჩინა.

როგორც მატჩის შემდეგ „ინტერ მაიამის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ განაცხადა, მესის მოედანზე გაყვანა დიდი რისკი იქნებოდა და ზუსტად არ იცის, როდის შეძლებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი დაბრუნებას.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ფლორიდელებმა მესის ლიდერობით ლიგების თასი მოიგეს. ამჟამად „ინტერ მაიამის“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 5 მატჩი აქვს დარჩენილი და პლეი ოფის ზონას 5 ქულა აშორებს.

მსგავსი