ლიონელ მესის ესპანეთის სუპერთასის ფინალში გაძევებისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს
ლიონელ მესის ესპანეთის სუპერთასის ფინალში გაძევებისთვის ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

„ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი ორი მატჩით არის დისკვალიფიცირებული „ბილბაოს” წინააღმდეგ ესპანეთის სუპერთასის ფინალში მიღებული გაძევების გამო, – დაწერა გაზეთმა „მარკამ“.

არგენტინელი გამოტოვებს ესპანეთის თასის 1/16 ფინალს „კორნელიას“ წინააღმდეგ და ლა ლიგას მე-20 ტურის მატჩს „ელჩესთან“. მისი დაბრუნება შედგება 31 იანვარს, ისევ და ისევ „ბილბაოსთან“ შეხვედრაში.

მესი ესპანეთის სუპერთასის ფინალურ მატჩში 121-ე წუთზე გააძევეს „ბილბაოს“ ფორვარდ ასიერ ვილიალიბრესთვის თავში ხელის ჩარტყმის გამო. არბიტრმა არგენტინელს პირდაპირი წითელი ბარათი უჩვენა.

„ბარსელონამ“ ის შეხვედრა დამატებით დროში 2:3 წააგო. კატალონელები ძირითად დროში 90-ე წუთამდე იგებდნენ 2:1-ს, მაგრამ მეტოქეს თამაშის დამატებით დროში გადაყვანის საშუალება მისცეს.