ლიონელ მესის „ემ ელ ეს“-ის (MLS) ვარიანტი მოსწონს
ლიონელ მესის „ემ ელ ეს“-ის (MLS) ვარიანტი მოსწონს

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა, „ემ ელ ეს“​-ში (MLS) გადავიდეს სათამაშოდ. ამის შესახებ დაწერა გამოცემა „მუნდო დეპორტივო“-მ (Mundo Deportivo).

„ფეხბურთელი უკვე განიხილავს კარიერის გაგრძელებას „ემ ელ ეს“-ის ლიგის ერთ-ერთ კლუბთან.

ასევე არის ვარიანტი, რომ არგენტინელმა გააფორმოს „ბარსელონასთან“ ახალი ხელშეკრულება, რომელიც საშუალებას მისცემს გარკვეული ხანი აშშ-ში ითამაშოს, შემდეგ კი ისევ დაბრუნდეს „ბარსელონაში“.

კატალონიურ კლუბს არ აქვს ზეწოლა თავის ლიდერზე და მას დაუტოვებს არჩევანს საბოლოო გადაწყვეტილებაზე“, – წერს ჟურნალისტი.

უნდა აღინიშნოს, რომ მესის ამჟამინდელი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე მოქმედებს.

დატოვე კომენტარი