ლიონელ მესის ანტიკორონავირუსულ მატრასზე სძინავს
ლიონელ მესის ანტიკორონავირუსულ მატრასზე სძინავს

„ბარსელონა“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ უსაფრთხოების ზომები მიიღო, რათა თავიდან აიცილოს კორნავირუსით დაინფიცირება.

არგენტინელმა კომპანია TEC MOON-სგან შეიძინა Viruclean-ის სისტემის სპეციალური მატრასი. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ მატრასს შეუძლია 99.84 პროცენტის ალბათობით COVID-19 გაანეიტრალოს. თავდაპირველად, მესიმ ერთი მატრასი შეიძინა, რათა დარწმუნებულიყო მის ეფექტურ მუშაობაში. გარკვეული დროის შემდეგ, ფეხბურთელს მოეწონა და ანტიკორონავირუსული მასტრასები მთელი ოჯახისთვის იყიდა.

ამ სისტემის საიდუმლო იმ ნაჭერშია, რომლითაც მასტრასია შეკერილი. მასალის შიგნით ნანონაწილაკები მაქსიმუმ ოთხ საათში ანადგურებენ COVID-19-ის ყველა კვალს. ანუ მექანიზმი აქრობს ინფექციის ნიშნებს და აღკვეთს მომდევნო ადამიანის დაინფიცირებას, რომელიც ამ მატრასზე დაწვება.

ბრენდ TEC MOON-ის ელჩია – მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველი საულ ნიგესი.

კატალონია ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი კერა აღმოჩნდა და ეს რეგიონი ესპანეთში ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიისგან. ივლისის შუა პერიოდში, კატალონიაში ყოველდღიურად კოვიდინფიცირების ათასობით შემთხვევა ფიქსირდებოდა.

დატოვე კომენტარი