ლიონელ მესის ახალი რეკორდები
ლიონელ მესის ახალი რეკორდები

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „ეინდჰოვენი“ 4:0 გაანადგურა. „ბარსას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და რამდენიმე რეკორდი განაახლა.

1. მესი პირველი მოთამაშეა, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე რვა ჰეთ-თრიკი აქვს შესრულებული.
2. მესის „ბარსელონას“ შემადგენლობაში 42 ჰეთ-თრიკი დაუგროვდა.
3. მესიმ ჯარიმიდან 42 გოლი გაიტანა. ეს უფრო მეტია, ვიდრე რობერტო კარლოსს, პლატინის, პირლოს, რივალდოსა და რიკელმეს გაუტანიათ.
4. მესის ჩემპიონთა ლიგაზე 103 გოლი დაუგროვდა – ეს ერთით მეტია, ვიდრე „ეინდჰოვენს“ მთლიანად ტურნირის ისტორიაში აქვს გატანილი.
5. ამ 103 გოლიდან, მესიმ მხოლოდ 4 გაიტანა ჯარიმით.
6. მესის კარიერაში 179 მეკარისთვის გაუტანია.
7. მესის ჯგუფურ ეტაპზე 64 მატჩში 61 გოლის აქვს. ეს ტურნირის ახალი რეკორდია.
8. მესი პირველია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 14 გათამაშებაში გაიტანა.
9. მესიმ 2018 წელს რვა გოლი გაიტანა ჯარიმიდან. ეს მისი კარიერის რეკორდია.