ლიონელ მესის ახალი მიღწევები „სევილიასთან“ ბენეფისის შემდეგ
ლიონელ მესის ახალი მიღწევები „სევილიასთან“ ბენეფისის შემდეგ

„ბარსელონამ“ ფორვარდ ლიონელ მესის სამი გოლისა და ერთი საგოლე პასის წყალობით „სევილია“ ანგარიშით – 4:2 დაამარცხა. ამ მატჩის შემდეგ, არგენტინელმა მორიგი სტატისტიკური მიღწევები დააფიქსირა:

1. ლიონელ მესიმ კარიერაში 50-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა: 44 „ბარსელონას“ რიგებში, ექვსი – არგენტინის ნაკრებში.
2. „სევილია“ მესის საყვარელი მეტოქეა. სევილიელებმა მისგან 35 მატჩში 36 გოლი მიიღეს.
3. ამ სეზონში მესის 32 ოფიციალურ მატჩში 33 გოლი და 18 შედეგიანი გადაცემა აქვს.
4. მესიმ კარიერაში 650 გოლი დააგროვა. აქედან საკლუბო დონეზე 585 გოლი მოდის, სანაკრებო დონეზე – 65.
5. მესი ტოპ 5 ქვეყნების ჩემპიონატებში საუკეთესო ბომბარდირია – 25 გოლი.
6. არგენტინელი შედეგიანი პასებითაც ლიდერია – 11 გადაცემა.