ლიონელ მესიმ ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაიტანა და „ინტერ მაიამიში“ პირველი ტიტული მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
ლიონელ მესიმ ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაიტანა და „ინტერ მაიამიში“ პირველი ტიტული მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ჩრდილოეთ ამერიკაში ლიგების თასის გათამაშება დასრულდა. ფინალში „ნეშვილმა“ ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ Geodis Park-ზე უმასპინძლა. შეხვედრას 30 ათასი მაყურებელი დაესწრო.

არგენტინელმა ამჯერადაც გაიტანა – ზედიზედ მეშვიდე მატჩში მე-10 გოლი, რითიც ფლორიდელებმა 23-ე წუთზე ანგარიში გახსნეს. „ნეშვილმა“ ჰაიტელი ფაფა პიკოს გოლით 57-ე წუთზე გაათანაბრა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და პირდაპირ 11-მეტრიანების სერიაში გამოავლინდა გამარჯვებული. გუნდებმა 22 პენალტი შეასრულეს. ბოლოს 11-მეტრიანები დაარტყეს მეკარეებმა – „ინტერ მაიამის“ კარის დარაჯმა კალენდერმა გაიტანა, „ნეშვილის“ მეკარე პანიკომ ეს ვერ შეძლო და ფლორიდულმა კლუბმა 10:9 მოიგო.

ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამიში“ პირველი ტიტული მოიგო, კარიერაში კი – 44-ე.

ლიგების თასი (Leagues Cup) საკლუბო ტურნირია, რომელშიც თამაშობენ კლუბები აშშ-დან და მექსიკიდან. წლევანდელი წლიდან ის ოფიციალურად ტარდება კონკაკაფ-ის ეგიდით. გუნდები, რომლებმაც Leagues Cup-ზე პირველი სამი ადგილი დაიკავეს, ავტომატურად მოხვდნენ კონკაკაფ-ის ჩემპიონთა თასზე. ასე რომ, ლიონელ მესის „ინტერ მაიამი“ თავის ისტორიაში პირველად ითამაშებს ჩრდილოეთ ამერიკის მთავარ საკლუბო ტურნირზე.