ლიონელ მესიმ ზედიზედ მეხუთე მატჩში შეასრულა დუბლი, არგენტინელი MLS-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
ლიონელ მესიმ ზედიზედ მეხუთე მატჩში შეასრულა დუბლი, არგენტინელი MLS-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

„ინტერ მაიამის“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ MLS-ის რეგულარულ ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე მატჩში შეძლო დუბლის შესრულება.

ამჯერად არგენტინელმა ორი გოლი გაიტანა „ნეშვილის“ (2:1) კარში.

მანამდე 38 წლის ფორვარდმა დუბლი გაიფორმა „ნიუ ინგლენდ რევოლუშენის“ (2:1), „მონრეალ იმპექტის“ (4:1, 4:2) და „კოლამბუს ქრიუს“ (5:1) წინააღმდეგ. ჯამში, მესი, ზედიზედ ექვსი მატჩია, უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

ახლა „ინტერ მაიამის“ ფორვარდს MLS-ის რეგულარულში 16 გოლი დაუგროვდა და გაუთანაბრდა ბომბარდირთა დავაში ლიდერს, სემ სევიჯს „ნეშვილიდან“. აღსანიშნავია, რომ ინგლისელმა ხუთი გოლი პენალტით გაიტანა, მესის კი ყველა გოლი თამაშიდან აქვს გატანილი.