ლიონელ მესიმ „ვალენსიასთან“ მატჩში პირადი ანტირეკორდი დაამყარა
ლიონელ მესიმ „ვალენსიასთან“ მატჩში პირადი ანტირეკორდი დაამყარა

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ „ვალენსიასთან” 21-ე ტურის მატჩში პირადი ანტირეკორდი გაიმეორა. ამ შეხვედრაში „ბარსელონა” სტუმრად დამარცხდა – 0:2.

არგენტინელმა ვერ შეძლო „ვალენსიას” კარის აღება იმის მიუხედავად, რომ 11 დარტყმა შეასრულა. როგორც ესპანური პრესა წერს, მესისთვის ეს არის პირადი ანტირეკორდის გამეორება.

„ვალენსიასთან” მატჩამდე, მესის ასეთი სტატისტიკა ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა. 2017 წლის დეკემბერში, 11 დარტყმის მიუხედავად, მან ვერ შეძლო „დეპორტივოსთან” საშინაო მატჩში გოლის გატანა, არადა, პენალტის შესრულების უფლებაც მიიღო. ის თამაში „ბარსელონამ” 4:0 მოიგო.