ლიონელ მესიმ, შეიძლება, საუდის არაბეთში იჯარით ითამაშოს #1TVSPORT
ლიონელ მესიმ, შეიძლება, საუდის არაბეთში იჯარით ითამაშოს #1TVSPORT

„ინტერ მაიამის“ ფორვარდი ლიონელ მესი, შესაძლოა, საუდის არაბეთის ერთ-ერთ კლუბში გადავიდეს სათამაშოდ, – წერს ესპანური გამოცემა Sport.es-ი.

წყაროს ცნობით, საუდის არაბეთში აპირებენ არგენტინელის იჯარით აყვანას 2024 წლის თებერვლის ბოლომდე, სანამ MLS-ის ახალი სეზონი დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს „ინტერ მაიამიმ“ „ცინცინატისთან“ 0:1 წააგო და MLS-ის პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგა. ამის გამო მესი ხანგრძლივ დასვენებას მიიღებს.

მიმდინარე სეზონში მესიმ „ინტერ მაიამის“ რიგებში 13 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.