ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ჩამოთვალა სპორტსმენები, რომლებიც მას მთელი კარიერის განმავლობაში აღმაფრენას აძლევდნენ.
„ჩვენთვის, არგენტინელებისთვის, მარადონა ყოველთვის იყო უდიდესი კერპი და დიადი აღფრთოვანების ობიექტი, რადგან ის ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის. მე მისი თამაში ცოცხლად მაქვს ნანახი, როცა პატარა ვიყავი. დიეგოსთვის საზღვრები არ არსებობდა.
რაც შეეხება სპორტის სხვა სახეობებს, იგივე შემიძლია ვთქვა მაიკლ ჯორდანზე. ასევე აღფრთოვანებული ვარ ისეთი ჩოგბურთელებით, როგორებიც არიან როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი. მიმაჩნია, რომ სამივემ ძალიან აამაღლა კონკურენცია ჩოგბურთში.
ალბათ, ბევრი სპორტსმენი გამომრჩება. მაგრამ თუ კიდევ დავასახელებ რამდენიმეს, უნდა ვახსენო კალათბურთელები – ლებრონ ჯეიმსი და სტეფ კარი. ისინი საუკეთესოები არიან. ისინი არიან მოთამაშეები, რომლებითაც ძალიან ვარ აღფრთოვანებული და ვფიქრობ, მათ ბევრი მისცეს სპორტის ამ სახეობას. ასე რომ, არის რამდენიმე ასეთი სახელი“, – განაცხადა მესიმ NBC News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.