ლიონელ მესიმ რეკორდი დაამყარა - ლა ლიგას საუკეთესო ბომბარდირი მეშვიდედ გახდა
ლიონელ მესიმ რეკორდი დაამყარა - ლა ლიგას საუკეთესო ბომბარდირი მეშვიდედ გახდა

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ისტორიული რეკორდი დაამყარა – კარიერაში მეშვიდედ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის პრიზი.

2019-2020 წლების სეზონზე არგენტინელმა ლა ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა. უახლოეს მდევარს ქარიმ ბენზემას 36 მატჩში 21 გოლი აქვს.

საუკეთესო ბომბარდირის პრიზის („პიჩიჩი“) რაოდენობით, მესიმ გაუსწრო ტელმო სარას. ლეონარდო 2010, 2012, 2013, 2017, 2018, 2019 და 2020 წლებში იყო საუკეთესო გოლეადორი. სარა ამ პრიზს ეუფლებოდა 1945, 1946, 1947, 1950, 1951 და 1953 წლებში.

გარდა ამისა, მესი საუკეთესო ბომბარდირის ტიტულების რაოდენობით TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში გაუთანაბრდა „ბაიერნის“ ლეგენდას – გერდ მიულერს.