„ბარსელონას“ ლეგენდამ, ლიონელ მესიმ აღფრთოვანება ვერ დამალა კატალონური გრანდის მიმდინარე თამაშით გერმანელი სპეციალისტის, ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით. არგენტინელის თქმით, მას მოსწონს ის, რომ კლუბი ისევ ენდობა ახალგაზრდა ფეხბურთელებს.
„ეს „ბარსელონა“ ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა არც არის გასაკვირი. ამაში ახალი არაფერია, ასე ყოველთვის ხდებოდა, ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ, რაც კლუბში 13 წლის ასაკში მივედი.
შესანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიიღეს შანსი ბოლო ორ წელიწადში. როცა მათ ენდობიან, ისინი ამართლებენ ამ ნდობას, რადგან იციან, რომ კლუბი ყველაზე მაღლა დგას. ისინი ბავშვობიდან მიეჩვივნენ ასე თამაშს. თუ მათ შესაძლებლობას მისცემ, მოხდება სწორედ ის, რასაც ახლა ვხედავთ. ზუსტად ასე იყო ჩვენს ეპოქაშიც“, – განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგის ლიდერია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ მატჩში ხუთი ქულა დაკარგა.