ლიონელ მესიმ პირველად იმღერა არგენტინის ჰიმნი [ვიდეო]
არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ ეროვნული ჰიმნი იმღერა კოპა ამერიკას მეოთხედფინალის წინ, რომელშიც არგენტინელებმა 2:0 მოუგეს ვენესუელას.
მას შემდეგ, რაც ლეომ 2005 წელს სადებიუტო მატჩი ითამაშა ეროვნულ გუნდში, მას არასოდეს შეუსრულებია ქვეყნის ჰიმნი თამაშების წინ. 2019 წლის 28 ივნისს პირველი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.
#Brasil2019 | Suena el Himno Nacional en el estadio Maracaná y ya comienza a vivirse un nuevo partido de la #CopaAmerica
Mirá el partido EN VIVO en https://t.co/GYiXqRdYsY ¡#SomosArgentina! ¡#VibraElContinente! pic.twitter.com/kyS5ytqEYl— TV Pública Argentina (@TV_Publica) June 28, 2019
2015 წელს, მესიმ განაცხადა, რომ არასოდეს უმღერია ჰიმნი მატჩების წინ და არასოდეს გააკეთებს ამას.
არგენტინა 3 ივლისს, ტურნირის ნახევარფინალში ბრაზილიას შეხვდება.