ლიონელ მესიმ „პასი სენ-ჟერმენში“ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო #1TVSPORT
ლიონელ მესიმ „პასი სენ-ჟერმენში“ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო #1TVSPORT

არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი „პასი სენ-ჟერმენში“ დარჩება. ის პარიზულ გუნდში მინიმუმ მომავალი სეზონის ბოლომდე ითამაშებს, – დაწერა Sky Sports-მა.

პარიზელები ახლო მომავალში გამოეთხოვებიან მთავარ მწვრთნელს მაურიციო პოჩეტინოს, მის ადგილას კი ზინედინ ზიდანი ან ანტონიო კონტე მივა. ორივე სპეციალისტს მესის გარშემო სურს ახალი გუნდის შექმნა.

აღვნიშნავთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის ზაფხულში გამოეთხოვოს ნეიმარსა და კილიან მბაპეს. ბრაზილიელის პოტენციური მყიდველი მისი ყოფილი კლუბი „ბარსელონაა“, მბაპე კი „რეალში“ გადასვლასთან არის ახლოს.

მიმდინარე სეზონში მესიმ ლიგა 1-ის 22 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.