ლიონელ მესიმ „ორლანდოს“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა, არგენტინელმა კარიერაში 70-ე ჯარიმა გაიტანა და პელეს გაუთანაბრდა [ვიდეო] #1TVSPORT
MLS-ის ახალ სეზონში რეგულარული ჩემპიონატის მეორე მატჩი გამართა მოქმედმა ჩემპიონმა, „ინტერ მაიამიმ“. ლიონელ მესის გუნდი სტუმრად „ორლანდო სიტის“ ხვდებოდა და 4:2 მოიგო იმის მიუხედავად, რომ 24-ე წუთისთვის 0:2-ს აგებდა.
მესიმ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ერთი გოლი არგენტინელმა ჯარიმიდან დარტყმით გაიტანა. ეს იყო მის მიერ გატანილი 70-ე გოლი ჯარიმიდან და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა მეორე ადგილზე მყოფ პელეს, რეკორდსმენი კი ჟუნინიო პერნამბუკანოა 77 გოლით.
„ინტერ მაიამი“ შემდეგ შეხვედრას 8 მარტს სტუმრად გამართავს „დი-სი იუნაიტედის“ წინააღმდეგ.