ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ მეექვსედ მოიგო
ლიონელ მესიმ „ოქროს ბურთი“ მეექვსედ მოიგო

პარიზში 2019 წლის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საღამოს კულმინაცია იყო „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოცხადდება. ჟურნალ „ფრანს ფუტბოლის პრიზი ლიონელ მესიმ მოიგო.

„ბარსელონას“ ფორვარდი მეექვსედ გახდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი და ეს აბსოლუტური რეკორდია. არგენტინელს პრიზი გადასცა შარშანდელმა გამარჯვებულმა, ლუკა მოდრიჩმა. გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა ვირჯილ ვან დეიკმა, მესამე – კრიშტიანო რონალდომ.

მანამდე სხვა ლაურეატები დასახელდნენ:

„იუვენტუსის“ მცველი მატეის დე ლიგტი ​ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.

2019 წლის საუკეთესო მეკარის პრიზი დაიმსახურა „ლივერპულის“ კარის დარაჯმა ალისონმა.

ქალებს შორის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ამერიკელი მეგან რაპინო. მეორე ადგილზე გავიდა ფრანგი ლუსი ბრონზი, მესამეზე – ამერიკელი ალექს მორგანი.

„ოქროს ბურთის“ მაძიებელთა სია 30 ფეხბურთელს შეადგენდა. ასე გადანაწილდა მათი ადგილები გამოკითხვის შედეგად:

30. დე ბეეკი (აიაქსი), 29. მარკინიოსი (პსჟ), 28. ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო), 27. ვიინალდუმი (ლივერპული), 26. ბენზემა (რეალი), 25. კულიბალი (ნაპოლი). 24. ტერ-შტეგენი (ბარსელონა), 23. ლორისი (ტოტენჰემი), 22. სონი (ტოტენჰემი), 21. ობამეიანგი (არსენალი), 20. ტადიჩი (აიაქსი), 19. ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), 18. გრიზმანი (ბარსელონა), 17. რობერტო ფირმინო (ლივერპული), 16. აგუერო (მანჩესტერ სიტი), 15. დე ლიგტი (იუვენტუსი), 14. დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), 13. აზარი (რეალი), 12. სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), 11. დე იონგი (ბარსელონა), 10. მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი), 9. ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), 8. ლევანდოვსკი (ბაიერნი), 7. ალისონი (ლივერპული), 6. მბაპე (პსჟ), 5. სალაჰი (ლივერპული), 4. მანე (ლივერპული). 3. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი), 2. ვან დეიკი (ლივერპული”), 1. მესი (ბარსელონა).

დატოვე კომენტარი