ლიონელ მესიმ „ოქროს ბუცი“ მეხუთედ მოიგო
ლიონელ მესიმ „ოქროს ბუცი“ მეხუთედ მოიგო

მორიგი საფეხბურთო უქმეების შემდეგ ოფიციალურად გაირკვა, რომ „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი 2017-18 წლების სეზონში „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა. ეს ჯილდო ევროპის ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა.

მესიმ ესპანეთის წლევანდელ ჩემპიონატში 34 გოლი გაიტანა, რამაც “ოქროს ბუცის” ჩათვლაში 68 ქულა მოუტანა. მისმა მთავარმა კონკურენტმა, “ლივერპულის” ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა ინგლისის ჩემპიონატი 32 გოლით (62 ქულა) დაასრულა.

2018 წლის “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში პირველი ათეული ასეთია:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა) 68 (34×2)
2. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) 64 ქულა (32×2)
3. ჰარი კეინი (ტოტენჰემი) 60 (30×2)
4. ჩირო იმობილე (ლაციო) 58 (29×2)
4. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) 58 (29×2)
4. მაურო იკარდი (ინტერი) 58 (29×2)
7. ედინსონ კავანი (პსჟ) 56 (28×2)
8. კრიშტიანუ რონალდუ (რეალი) 50 (25×2)
9. ჟონასი (ბენფიკა) 51 (34×1,5)
10. ლუის სუარესი (ბარსელონა) 50 (25×2)

ლიონელ მესიმ ზედიზედ მეორედ და ჯამში მეხუთედ მოიგო „ოქროს ბუცი“, რაც აბსოლუტური რეკორდია.

„ოქროს ბუცის“ რეიტინგში ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა მრავლდება ჩემპიონატის შესაბამის კოეფიციენტზე. ინგლისის, ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებში გატანილი გოლი ორ ქულად ფასდება.