ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ორი ფავორიტი დაასახელა #1TVSPORT
ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის ორი ფავორიტი დაასახელა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ბრაზილიისა და საფრანგეთის ნაკრებები მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები არიან.

„რაც შეეხება ფავორიტს, არიან ისეთი დიდი გუნდები, როგორიც ბრაზილია, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი და ესპანეთია.  დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთი გამომრჩა, მაგრამ თუ ერთი ან ორი უნდა ავირჩიო, მაშინ დღეისთვის ასე ვფიქრობ: ბრაზილია და საფრანგეთი ორი მთავარი ფავორიტია“, – მოჰყავს მესის სიტყვები გამოცემა Get French Football News.ს.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.