ლიონელ მესიმ ლა ლიგაში მოგებებით რაულს გაუსწრო
ლიონელ მესიმ ლა ლიგაში მოგებებით რაულს გაუსწრო

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში, მოგებების რაოდენობით პირველ სამეულში შეაღწია. „ბარსამ“ ბოლო ტურში „ჟირონას“ 2:0 მოუგო და ეს გამარჯვება არგენტინელისთვის ლა ლიგაში 328-ე იყო.

ასე რომ, მოგებების რაოდენობით მესიმ მადრიდის “რეალის” ლეგენდას, რაულს გაუსწრო. ახლა, ლეოზე წინ მხოლოდ ორი ფეხბურთელი რჩება – ორივე მეკარე: ანდონი სუბისარეტა (333 მოგება) და იკერ კასილიასი (334).