ლიონელ მესიმ კარიერაში 923-ე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

05:01, 23.08.2026

MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში „ინტერ მაიამიმ“ შინ 1:2 წააგო „ტორონტოსთან“.

ფლორიდელთა რიგებში ერთადერთი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, რომელმაც 82-ე წუთზე 1:2 გახადა ანგარიში. ეს მისი მე-14 გოლი იყო სეზონში. არგენტინელი ბომბარდირთა დავაში მხოლოდ პეტარ მუსას (დალასი) ჩამორჩება, რომელსაც 16 გოლი დაუგროვდა.

მესისთვის ეს იყო 923-ე გოლი კარიერაში 1170 მატჩში.

„ინტერ მაიამიმ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო MLS-ში და 21 ტურის შემდეგ 39 ქულით მეორე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში.

მსგავსი