ლიონელ მესიმ კარიერაში 922-ე გოლი გაიტანა #1TVSPORT

03:51, 20.08.2026

MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში „ინტერ მაიამიმ“ სტუმრად ფრედ 2:2 ითამაშა „ფილადელფია უნიონის“ წინააღმდეგ.

ფლორიდელთა რიგებში ერთი გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, რომელმაც 26-ე წუთზე გამოიჩინა თავი. ეს მისი მე-13 გოლი იყო სეზონში, რითაც გაუთანაბრდა ნიკოლას ფერნანდესს (ნიუ იორკ სიტი) და უგო კუიპერსს (ჩიკაგო). ბომბარდირთა დავაში 14 გოლი ლიდერობს პეტარ მუსა (დალასი).

მესისთვის ეს იყო 922-ე გოლი კარიერაში ჩატარებულ 1169 მატჩში.

„ინტერ მაიამიმ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო და 20 ტურის შემდეგ 39 ქულით მეორე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში.

მსგავსი