ლიონელ მესიმ კარიერაში 903-ე გოლი გაიტანა - „ინტერ მაიამის“ ფრე „ოსტინთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ კარიერაში 903-ე გოლი გაიტანა.
ამერიკის საფეხბურთო ლიგის (MLS) რეგულარული სეზონის მეექვსე ტურში მესის „ინტერ მაიამისა“ და „ოსტინის“ მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
არგენტინელმა ფეხბურთელმა მატჩის მე-10 წუთზე გოლი თავით გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში „ოსტინი“ კვლავ წინ იყო და „ინტერ მაიამის“ ქულა ლუის სუარესმა 81-ე წუთზე მოუტანა.
უშუალოდ „ინტერ მაიამის“ რიგებში მესისთვის ეს 81-ე გოლი იყო, ხოლო კარიერაში 903-გოლიან ნიშნულზე ასვლა მან 1146 შეხვედრაში მოახერხა.