MLS-ის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში „ინტერ მაიამიმ“ სტუმრად 5:3 დაამარცხა „ცინცინატი“. 38 წლის ლიონელ მესიმ 24-ე, 55-ე და 89-ე წუთებზე გამოიჩინა თავი და კარიერაში 61-ე ჰეთთრიკი შეასრულა.
ახლა არგენტინელს კარიერაში ჩატარებულ 1153 მატჩში 910 გოლი დაუგროვდა (672 გოლი „ბარსელონაში“, 116 – არგენტინის ნაკრებში, 90 – „ინტერ მაიმიში“ და 32 – „პარი სენ-ჟერმენში“). შედარებისთვის, კრიშტიანო რონალდოს 971 გოლი აქვს 1321 მატჩში.
მიმდინარე რეგულარულში ლიონელ მესის 12 გოლი აქვს გატანილი და უგო კუიპერსთან ერთად ლიდერობს ბომბარდირთა დავას.