ლიონელ მესიმ ჯერ არ იცის, ითამაშებს თუ არა მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
ლიონელ მესი დღემდე არ ჩამოყალიბებულა, სურს თუ არა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაში.
გამოცემა Ole-ს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის არ არსებობს 100-პროცენტიანი გარანტია, რომ არგენტინელი ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე. მესი ამჯობინებს „დღიდან დღემდე“ ცხოვრებას და ახლა ვენესუელასთან შესარჩევ მატჩზე ფიქრობს, რომელიც 5 სექტემბერს გაიმართება.
38 წლის ფეხბურთელის გარემოცვა მიანიშნებს, რომ ნაკრებიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თანდათანობით იქნება მიღებული.
„გადაწყვეტილება ძალიან პირადი იქნება, და მას მიიღებენ მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლიან“, – განაცხადეს მესის გარემოცვაში.
ჯერჯერობით ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მესი ითამაშებს ტურნირზე. ამაში დარწმუნებულნი არიან არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი და ფიფა-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო.