ლიონელ მესიმ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუზე და არგენტინის ნაკრებზე ილაპარაკა
ლიონელ მესიმ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუზე და არგენტინის ნაკრებზე ილაპარაკა

ლიონელ მესი არც ისე ხშირად იძლევა ინტერვიუებს, მით უმეტეს, სიღრმისეულს. მაგრამ, როგორც ჩანს, მას დიდი ხანია უნდოდა რაღაც მნიშვნელოვანის თქმა. გთავაზობთ „ქლაბ ოქტუბრე 97 FM“-ის (Club Octubre 94.7 FM) რადიოშოუს ეთერში მიცემული ინტერვიუს მთავარ თეზისებს. არგენტინელი მხოლოდ კრიშტიანო რონალდოზე არ ლაპარაკობს.

* მესის მთავარი სატანჯველი – არგენტინის ნაკრებია, უფრო სწორად, ყველაფერი, რასაც მასზე სამშობლოში ლაპარაკობენ. ლეომ არ ითამაშა მაროკოში გამართულ ამხანაგურ მატჩში: ამან გააცოფა მატჩის აფრიკელი ორგანიზატორები, სახლში კი დაწერეს, რომ მესი უარს ამბობს ნაკრებში გამოსვლაზე.
მესი ძალიან გაბრაზდა: „ჩემს შესახებ ლაპარაკისას რაღაცების მოგონება – ჩვეულებრივი ამბავია. სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ პუბალგია (სპორტული თიაქარი) მაქვს. ის ყოველდღე არ მაწუხებს, მაგრამ ბოლომდე ეს პრობლემა მოგვარებული არ მაქვს. თავს უნდა გავუფრთხილდე“.

* ლეო ამბობს, რომ კრიტიკას ტკივილი მოაქვს არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის. „ჩემი ექვსი წლის ვაჟი ინტერესდება – რატომ მანადგურებენ ასე არგენტინაში? უყურებს „იუთუბზე“ (YouTube) ვიდეოს და მეკითხება – იქ რატომ არავის ვუნდივარ? მყავს მეგობრები, ძმები, რომლებიც იტანჯებიან ჩემს შესახებ ტყუილების გამო. ვიღაცამ რაღაც თქვა, საბოლოოდ კი მე გამოვდივარ ძუკნა“.

* მესის რაც შეიძლება სწრაფად სურს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დავიწყება. არგენტინამ მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და მერვედფინალიდან გავარდა. „ეს იყო უმძიმესი დარტყმა. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ჩემს სანაკრებო კარიერაში. ყველაფერი არასწორად წავიდა პირველივე მატჩის შემდეგ (ისლანდიასთან – 1:1). ეს ის არ იყო, რაც გვსურდა“.

* მესი არ მიიჩნევს, რომ ის არის დამნაშავე იმაში, რომ მაურო იკარდის ნაკრებში პრობლემები აქვს. მაურომ გამოტოვა მსოფლიოს ჩემპიონატი – იყო ვერსია, რომ ეს მოხდა ვანდასა და მესის გამო: „არ ვიცი, ვერ გავიგე რის შესახებ ლაპარაკობდა იკარდი (შესაძლოა, აქ ლაპარაკია იკარდის სიტყვებზე იმის შესახებ, რომ ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატამდე მეგობრული არ ყოფილა). მე მასთან ერთად მხოლოდ ორი მატჩი ჩავატარე. გუნდში ყოველთვის არიან ვეტერანები, არიან ახალგაზრდები – და ყველა თავის ჯგუფს აყალიბებს. ყოველთვის ასე იყო ნაკრებში. ვხედავდი ჰაინცეს, აიალას, რიკელმეს და არ ვეკარებოდი მათ. მაგრამ ამაში ცუდი არაფერი ყოფილა. არ ვიცი, რისი თქმა უნდოდა იკარდის. ჩვენ არავის მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ გვქონია“, – თქვა ლეომ.

* არგენტინაში არსებობს კონსპიროლოგიური თეორია – მესი გავლენას ახდენს ნაკრებში სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე და შემადგენლობასაც კი განსაზღვრავს. ლეო ყვება, რომ ახალმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ რამდენჯერმე დაურეკა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ, რათა ფეხბურთელისთვის აეღწერა – როგორი იქნება მისი ნაკრები. მაგრამ, ამავდროულად, მესი კატეგორიულად ამტკიცებს, რომ სკალონი არასოდეს გაუქაჩავს მწვრთნელის თანამდებობაზე.

უფრო მეტიც – ისე ჩანს, რომ მესის ბოლომდე არ ესმის სკალონის და ღიად ლაპარაკობს ამაზე: „ჩემთვის სიუპრიზი იყო ის, რომ ვენესეულასთან ხუთი მცველით ვითამაშეთ, რადგან მატჩამდე სხვა სქემას ვამუშავებდით. მაგრამ, ახლა, სწორედ ექსპერიმენტების დროა. მწვრთნელმა გააკეთა თავისი დასკვნები“.

* მესი აღიარებს, რომ არგენტინის ნაკრები „ბარსელონაზე“ უარესია თამაშის ხარისხითაც და შემადგენლობითაც: „ნაკრებს არ შეუძლია „ბარსელონასავით“ თამაში, რადგან „ბარსას“ სტილი – ცალკე ფილოსოფიაა, არგენტინის ნაკრებს არ ჰყავს ასეთი მოთამაშეები და არ აქვს დრო, ასევე რომ ივარჯიშოს“.

* აღმოჩნდა, რომ ლეომ მოიწყინა რონალდუს გარეშე: „მომენატრა კრიშტიანუ. სასიამოვნო იყო მის წინააღმდეგ თამაში, თუმცა, ამავდროულად, მძიმეც. მომწონდა ტიტულების მოგება მაშინ, როცა რონალდო გამოდიოდა “რეალში”. კარგი იქნებოდა, ის კვლავ მადრიდში რომ თამაშობდეს“.

* და კიდევ, მესიმ მეტად ომახიანად უპასუხა შეკითხვას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ: „არიან ძალიან კარგი ფეხბურთელები – ნეიმარი, მბაპე, სუარესი, აზარი. ნებისმიერ მათგანს შეუძლია იყოს საუკეთესო. მაგრამ მე გამოვრიცხე ამ ჯგუფიდან რონალდუ – ის ჩემთანაა“.