ლიონელ მესიმ იმიჯი შეიცვალა
ლიონელ მესიმ იმიჯი შეიცვალა

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ იმიჯი შეიცვალა – პირველად ბოლო ორი წლის განმავლობაში, წვერი გაიპარსა. ამის დამადასტურებელი ფოტო კლუბის პრეს-სამსახურმა ოფიციალურ „ტვიტერზე“ განათავსა.

ადრე, 31 წლის ფორვარდი აღნიშნავდა, რომ თანაგუნდელები მის წვერს თილისმად მიიჩნევენ და გაპარსვის უფლებას არ აძლევენ. მესის ჯერ არ აუხსნია იმიჯის შეცვლის მიზეზი.
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ჯერ კიდევ წვეროსანმა მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა „ეინდჰოვენთან“ მატჩში.