ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, სად გააგრძელებს კარიერას #1TVSPORT

15:47, 02.03.2023
PARIS, FRANCE - FEBRUARY 14: Lionel Messi of Paris Saint-Germain looks on during the UEFA Champions League round of 16 leg one match between Paris Saint-Germain and FC Bayern Muenchen at Parc des Princes on February 14, 2023 in Paris, France. (Photo by Alex Grimm/Getty Images)

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი კარიერის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს.

როგორც გამოცემა Diario Sport-ი წერს, არგენტინელი ფეხბურთელი აღარ განიხილავს წინადადებებს MLS-დან და საუდის არაბეთიდან.

შეგახსენებთ, რომ მესის მოქმედი კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ბოლო ჭორების თანახმად, ლიონელ მესი ან „ბარსელონაში“ დაბრუნდება, ან პარიზულ კლუბთან გააგრძელებს კონტრაქტს. დაიწერა, რომ არგენტინელის მამა და აგენტი ხორხე მესი პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს „ბარსელონას“ პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან, თავად მესის კი კავშირი აქვს მთავარ მწვრთნელთან, ჩავისთან.

რაც შეეხება მესის „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩენას, ფრანგული გამოცემა Onze წერს, რომ არგენტინელსა და პარიზულ კლუბს შორის მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის თაობაზე ჩაშლის პირასაა.

გაზეთის ინფორმაციით, კონტრაქტზე მოლაპარაკებები დროში იმის გამო გაიწელა, რომ არგენტინელს არ სურს ხელფასის შემცირებაზე დათანხმება. დღეისთვის მესი „პარი სენ-ჟერმენში“ 38 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მესი არ აპირებს საბოლოო პასუხის გაცემას „ბაიერნთან“ საპასუხო მერვედფინალამდე, ხოლო ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა, შესაძლოა, ბოლო არგუმენტი გახდეს ფეხბურთელისთვის პარიზის დასატოვებლად.

მსგავსი