ლიონელ მესიმ ჩემპიონთა ლიგის ოთხი უძლიერესი გუნდი დაასახელა

15:37, 20.02.2020

„ბარსელონას“ არგენტინელმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხი საუკეთესო გუნდი დაასახელა.

ლიონელ მესის აზრით, ჩემპიონთა ლიგის თასს „ბარსელონას“ სწორედ ეს ოთხეული შეეცილება: „რეალი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „იუვენტუსი“ და „ლივერპული.“

„საერთოდ, ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გუნდი ძლიერია, – ციტირებს მესის სიტყვებს Mundo Deportivo.

– „პარი სენ-ჟერმენმა“ დოტმუნდის „ბოურუსიათან“ გასვლაზე წააგო, ასევე სტუმრად „ლივერპულიც“ დამარცხდა „ატლეტიკოსთან“, მაგრამ, მაინც მიმაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ძლიერი გუნდები – „რეალი“, „პარი სენ-ჟერმენი“, „იუვენტუსი“ და „ლივერპული“ არიან.“ – ამბობს ლიონელ მესი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ შეხვედრას „ბარსელონა“ 25 თებერვალს „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი