ლიონელ მესიმ ბრექსიტის გამო, შესაძლოა ინგლისში ვერ ითამაშოს
ლიონელ მესიმ ბრექსიტის გამო, შესაძლოა ინგლისში ვერ ითამაშოს

არ არის გამორიცხული, „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ ინგლისის ტერიტორიაზე ფეხბურთის თამაში ვეღარ შეძლოს. საქმე ეხება ბრიტანეთის გამოსვლას ევროკავშირის შემადგენლობიდან და არგენტინელის ნასამართლეობას.

შეგახსენებთ, რომ მესის მისჯილი აქვს 21-თვიანი პირობითი პატიმრობა გადასახადებთან დაკავშირებული მაქინაციების გამო. ესპანო-არგენტინული პასპორტის წყალობით, პირობითი პატიმრობის მქონე მესის დღეს აქვს ბრიტანეთში შესვლის უფლება, მაგრამ, როგორც გაზეთი „სანი“ წერს, ბრექსიტის პროცესის დასრულების შემდეგ ევროკავშირის მოქალაქეებს ეს უფლება მოეხსნებათ და ბრიტანეთის კუნძულებზე შესვლა ლეოსთვის ფორმალურად უკანონო იქნება.

„ბარსელონას“ ლიდერი დგება რისკის წინაშე, რომ საკუთარ კლუბთან ერთად ბრიტანეთში ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე გამგზავრებას ვეღარ შეძლებს, ან არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ბრიტანულ ნაკრებებთან გასვლაზე თამაშს.

„ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელისთვის ამ პრობლემის შესაძლო გადაწყვეტილებაა – „უეფას“ ჩარევა.