ლიონელ მესიმ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელს „ხმის ჩაგდება“ მოთხოვა (ვიდეო)
ლიონელ მესიმ ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელს „ხმის ჩაგდება“ მოთხოვა (ვიდეო)

არგენტინისა და ბრაზილიის ამხანაგური მატჩის (1:0) დროს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა არგენტინელთა კაპიტან ლიონელ მესისა და ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ტიტეს შორის.

ბრაზილიელმა სპეციალისტმა მსაჯს ერთ-ერთ ეპიზოდში ვარსკვლავური არგენტინელისთვის ყვითელი ბარათის ჩვენებისკენ მიუთითა, რის შემდეგაც მესიმ ჟესტებით ტიტეს გაჩუმება მოთხოვა.

„მივმართე მსაჯს, რადგან მესი იმსახურებდა ყვითელ ბარათს. მან კი მომთხოვა ხმა ჩამეგდო. მეც იმავით ვუპასუხე. ამით დასრულდა ყველაფერი. აღარ მინდა ამის გაგრძელება“, – კომენტარი გაუკეთა ეპიზოდს ტიტემ.

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი სწორედ ლიონელ მესიმ გაიტანა.

დატოვე კომენტარი