ლიონელ მესიმ „ბარსელონაში“ ნეიმარის დაბრუნება ითხოვა
ლიონელ მესიმ „ბარსელონაში“ ნეიმარის დაბრუნება ითხოვა

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ კლუბის პრეზიდენტს ხოსეპ მარია ბარტომეუს სთხოვა, ნეიმარი გუნდში დააბრუნოს, – წერს „მუნდო დეპორტივო“ (El Mundo Deportivo).

ამ მომენტისთვის კატალონიური კლუბი ეძებს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის დაბრუნების ხერხებს. ნეიმარი „ბარსელონადან“ „პსჟ“-ში 2017 წელს, მსოფლიო ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხად – 222 მილიონ ევროდ გადავიდა.

ბრაზილიელის დაბრუნების ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს კატალონელთა მხრიდან პარიზელებისთვის ანტუან გრიზმანის დათმობა. ცნობილია, რომ „ბარსელონას“ მიღწეული აქვს შეთანხმება ფრანგ ფეხბურთელთან და მის კლუბ „ატლეტიკოსთან“. გრიზმანის ღირებულება 120 მილიონ ევროს შეადგენს.

უფრო ადრე „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა და მფლობელმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ განაცხადა, რომ დაიღალა გუნდის შიგნით სკანდალებით და მისი კლუბი უყოყმანოდ შეელევა ნებისმიერ ვარსკვლავს, თუ ის არ გააცნობიერებს მეტ პასუხისმგებლობას.

დატოვე კომენტარი