ლიონელ მესიმ ამხანაგურ მატჩში დუბლი შეასრულა - ერთი გოლი ძალიან ეფექტური იყო (ვიდეო)
ლიონელ მესიმ ამხანაგურ მატჩში დუბლი შეასრულა - ერთი გოლი ძალიან ეფექტური იყო (ვიდეო)

ახალი სეზონისთვის მზადებისას, “ბარსელონამ“ მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 3:1 დაამარცხა „ჟირონა“.

კატალონური გრანდის რიგებში გოლები გაიტანეს ფილიპე კოუტინიომ და ლიონელ მესიმ, რომელმაც დუბლი შეასრულა.

„ბარსელონას“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ნეტო, პიკე, არაუხო, სერხიო, გრიზმანი, მესი, ფილიპ კოუტინიო, ტრინკაო, ჟორდი ალბა, სერხი რობერტო, დე იონგი.

შეცვლაზე შევიდნენ: ნელსონ სემედუ, ლანგლე, ხუნიორი, რიკი პუიგი, ალენია, პედრო, დემბელე, კონრადი და ბრეიტვეიტი.

ესპანეთის ჩემპიონატში პირველ შეხვედრას „ბარსელონა“ 27 სექტემბერს ჩაატარებს – ის საკუთარ მოედანზე შეხვდება „ვილიარეალს“.

დატოვე კომენტარი