ლიონელ მესი - ყველაფერს ბრაზილია მართავს
ლიონელ მესი - ყველაფერს ბრაზილია მართავს

არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი უკმაყოფილო დარჩა მსაჯობით ბრაზილიასთან ნახევარფინალურ მატჩში.

„ვფიქრობ, ტურნირზე ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ. ვცდილობდით, მაგრამ ვერ შევძელით მომენტების რეალიზება. ორჯერ ძელს მოვარტყით ბურთი. ბრაზილიელები არ ყოფილან ჩვენზე მაღლა, ბინძურ ჯარიმებს იყენებდნენ, იყო ხელით თამაში, მაგრამ ამ საღამოს მსაჯებმა ერთხელაც არგამოიყენეს VAR-ის სისტემა. ეს, უბრალოდ, დაუჯერებელია! სასურველია, სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციამ რაღაცის გაკეთება მოახერხოს, მაგრამ ეს რთულია, რადგან ყველაფერს ბრაზილია აკონტროლებს“, – განაცხადა მატჩის შემდეგ მესიმ.

ბრაზილიამ გაბრიელ ჟესუსისა და რობერტო ფირმინოს გოლებით 2:0 მოუგო არგენტინას და „კოპა ამერიკას“ ფინალში გავიდა.