ლიონელ მესი წმინდა გიორგის ჯვრის ლაურეატი გახდება
ლიონელ მესი წმინდა გიორგის ჯვრის ლაურეატი გახდება

„ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი წმინდა გიორგის ჯვარს მიიღებს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა კატალონიაში, – წერს გუნდის ოფიციალური ვებგვერდი.

1981 წლიდან მოყოლებული, ეს ჯილდო გადაეცემა კატალონიაში ადამიანებს, რომლებიც თავიანი მონდომებით და მიღწევებით დახმარებას უწევდნენ ესპანურ საზოგადოებას.

მიმდინარე სეზონში მესიმ 45 მატჩი ჩაატარა „ბარსელონაში“, 46 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მესის „ბარსელონაში“ 34 ტიტული აქვს მოგებული და ყველაზე შედეგიანი მოთამაშეა კლუბის ისტორიაში (598 გოლი).