ლიონელ მესი ვერ მოხვდა MLS-ის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეების ტოპსამეულში #1TVSPORT
პორტალმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა MLS-ის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების განახლებული ფასები. რეიტინგს სამი ლიდერი ჰყავს: „ლოს ანჯელეს გელაქსის“ ნახევარმცველი რიკი პუჩი, „ინტერ მაიამის“ ნახევარმცველი როდრიგო დე პაული და „ლოს ანჯელესის“ ფორვარდი ჰეონ-მინ სონი. თითოეულის ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ტოპსამეულში ვერ მოხვდა „ინტერ მაიამის“ ფორვარდი ლიონელ მესი. ლეგენდარული არგენტინელი მეხუთე ადგილზეა. მისი სატრანსფერო ღირებულებაა 18 მილიონი ევრო.