ლიონელ მესი „ოქროს ბურთის“ რეიტინგში დაწინაურდა #1TVSPORT
ლიონელ მესი „ოქროს ბურთის“ რეიტინგში დაწინაურდა #1TVSPORT

ვებგვერდმა Goal.com-მა 2021 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი განაახლა.

„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი მეხუთე ადგილიდან პირველ პოზიციაზე გადავიდა. პირველი ადგილი დაკარგა „ჩელსისა“ და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა ნ’გოლო კანტემ, რომელიც მესამე პოზიციამდე დაეშვა.

მეორე ადგილი უკავია „ბაიერნისა“ და პოლონეთის ნაკრების ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის. მეოთხეა „ინტერისა“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ. ტოპ-ხუთეულს ასრულებს „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კილიან მბაპე.

არ შეცვლილა „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს პოზიცია, რომელიც მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.