ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩამოყალიბდება თავის მომავალზე #1TVSPORT
ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩამოყალიბდება თავის მომავალზე #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი თავისი მომავალი კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებს, – დაწერა La Gazzetta dello Sport-მა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ პსჟ აპირებს კონტრაქტი გააგრძელოს მესისთან. ფრანგული კლუბი 35 წლის არგენტინელს სთავაზობს ხელშეკრულებას 2024 წლის ზაფხულამდე ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

მესის ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში და ის თავისუფალი აგენტი გახდება.