ლიონელ მესი MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ რჩება #1TVSPORT
გამოქვეყნდა ჩრდილოამერიკულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების ხელფასების რეიტინგი 2025 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით.
ლიგაში კვლავინდებურად ყველაზე მეტს იღებს ლიონელ მესი – 20.4 მილიონი დოლარი წელიწადში. მეორე ადგილზეა ჰეონ-მინ სონი, რომელიც ზაფხულში გადავიდა „ლოს ანჯელესში“ (11.2 მილიონი დოლარი წელიწადში), მესამეზე – სერხიო ბუსკეტსი, რომელიც „ინტერ მაიამიში“ წელიწადში 8.8 მილიონ დოლარს იღებს. TOP5-ში ასევე არიან მიგელ ალმირონი (ატლანტა იუნაიტედი, 6.1 მილიონი) და ირვინგ ლოსანო (სან დიეგო, 6 მილიონი).
MLS-ში ყველაზე მეტს ხელფასებში „ინტერ მაიამი“ ხარჯავს – სარეკორდო 48.97 მილიონი დოლარი. სახელფასო ბიუჯეტით მეორე ადგილზეა „ლოს ანჯელესი“ (30.1 მილიონი), მესამეზე – „ატლანტა“ (28.48 მილიონი). ყველაზე ცოტას ხელფასებზე „მონრეალი“ ხარჯავს (12.92 მილიონი დოლარი).