ლიონელ მესი მიიჩნევს, რომ ფეხბურთში ბოლომდე სრულყოფილი არ არის

23:45, 06.09.2018

„ბარსელონას“ ლიდერმა ლიონელ მესიმ ჟურნალისტებს გაანდო იმ საფეხბურთო ელემენტის შესახებ, რომლის გაუმჯობესებაც ჯერ ისევ სჭირდება.

„უნდა ვიმუშაო 11-მეტრიანების შესრულებაზე. ეს ძალიან რთული ელემენტია, რომელშიც უფრო ეფექტური უნდა გავხდე. აქ მხოლოდ ვარჯიში საკმარისი არ არის, რადგან პენალტების შესრულება თამაშების დროს – სულ სხვა რამეა. დამრტყმელზე ყოველთვის ახდენს ზეწოლას ბევრი ფაქტორი, ეს ხელს უშლის იმის შესრულებას, რაც წინასწარ დაგეგმე.

დღეს, მეკარეები იღებენ ისევ დარტყმებს, რაც ადრე აუცილებლად შევარდებოდა კარში. პენალტი – ის ელემენტია, რომელშიც მე სრულყოფა მჭირდება”, – განაცხადა მესიმ Catalunya Radio-ს ეთერში.

მსგავსი