ლიონელ მესი - მარადონა გვტოვებს, მაგრამ არ მიდის, რადგან ის უკვდავია
ლიონელ მესი - მარადონა გვტოვებს, მაგრამ არ მიდის, რადგან ის უკვდავია

„ბარსელონას“ კაპიტანს ლიონელ მესის ჰქონდა რეაქცია ლეგენდარული თანამემამულის დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე.

„ძალიან ნაღვლიანი დღეა ყველა არგენტინელისთვის და ფეხბურთისთვის. ის გვტოვებს ჩვენ, მაგრამ არ მიდის, რადგან დიეგო უკვდავია. მეხსიერებაში ვინახავ ყველა ბრწყინვალე მომენტს, რომელიც მასთან ერთად განვიცადე და ვუთანაგრძნობ დიეგოს ოჯახსა და მეგობრებს. იძინე მშვიდად“, – თქვა მესიმ.

დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ყოფილი ფეხბურთელი ბუენოს აირესის გარეუბანში საკუთარ ვილაში იმყოფებოდა თავის ტვინზე გადატანილი ამასწინდელი ოპერაციის შემდეგ.