ლიონელ მესი ლა ლიგას ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია #1TVSPORT
ლიონელ მესი ლა ლიგას ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია #1TVSPORT

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა „ეკიპმა“ წარმოადგინა ესპანეთის ლა ლიგას ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეებისა და მწვრთნელების რეიტინგი.

ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს „ბარსელონას“ კაპიტან ლიონელ მესის, რომელიც გადასახადების გადახდამდე თვეში 10.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

რეიტინგში მეორე ადგილს იყოფენ „ბარსელონას“ ფორვარდი ანტუან გრიზმანი და „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ლუის სუარესი – თვეში 2.9 მილიონი ევრო. შემდეგ მოდიან „რეალის“ ფეხბურთელები – ედენ აზარი (2.5 მილიონი) და სერხიო რამოსი (2.0 მილიონი).

ლა ლიგას ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია „ატლეტიკოს“ დამრიგებელი დიეგო სიმეონე, რომელიც თვეში 3.6 მილიონ ევროს იღებს. რეიტინგში მეორე ადგილზეა „რეალის“ მწვრთნელი ზინედინ ზიდანი – 1.4 მილიონი, მესამეზე „ბარსელონას“ დამრიგებელი რონალდ კუმანი – 1.2 მილიონი ევრო.

დატოვე კომენტარი