ლიონელ მესი - კრიშტიანუ რონალდუ 51:49
ლიონელ მესი - კრიშტიანუ რონალდუ 51:49

„იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ, პირველად ბოლო რვა წლის განმავლობაში, ვერ შეძლო ერთ კალენდარულ წელს 50 გოლის გატანა. პორტუგალიელმა 2018 წელი 49 გოლით დაასრულა. ბოლოს 50-ზე ნაკლები გოლი კრიშტიანუმ 2010 წელს გაიტანა. მაშინ ის „რეალში“ ახალი გადასული იყო. იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურში, რონალდუმ „სამპდორიას“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და 14 გოლით, სერია A-ს ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა.

ასე რომ, პორტუგალიელმა 2018 წელს „ბარსელონას“ ფორვარდთან, ლიონელ მესისთან, რომელმაც ეს წელი 51 გოლით დაასრულა, პირადი ორთაბრძოლა წააგო.

სხვათა შორის, „სამპდორიასთან“ მატჩის შემდეგ, რონალდუ ერთი საინტერესო რეკორდის მფლობელი გახდა. ამიერიდან, ის არის იტალიის ჩემპიონატის ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლის ავტორი პორტუგალიელ ლეგიონერებს შორის.

1988-89 წლების სეზონში, რუი ბარუშმა „იუვენტუსის“ რიგებში 12 გოლი გაიტანა. ამისთვის მას 29 მატჩი დასჭირდა. რონალდუს 14 გოლი 18 მატჩში აქვს.