ლიონელ მესი ახლოს არის „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტის გაგრძელებასთან. მოლაპარაკებები არგენტინელ ფორვარდსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის დასკვნით სტადიაშია.
იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ბოლომდე იქნება ძალაში და უახლოეს დროში გაფორმდება. „ინტერ მაიამის“ გეგმებშია, მესი იმ გუნდის ნაწილად აქციოს, რომელიც 2026 წელს ახალ საკლუბო სტადიონს გახსნის.
37 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე მოქმედებს. ამ მომენტისთვის მესი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაშობს და მეორე ტურში „პორტუს“ (2:1) წინააღმდეგ ჯარიმიდან გამარჯვების გოლი გაიტანა.